გერმანელი მწერალი გერტ რობერტ გრიუნერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი, გერტ რობერტ გრიუნერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხა.

ასევე, თსუ ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა წაიკითხეს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები ქართული პოეზიის ანთოლოგიიდან, რომელიც გამოიცა გერმანიაში, გერმანულ ენაზე რობერტ გრიუნერტის თანამონაწილეობით.

ღონისძიებას, რომელიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, ქართულ-გერმანული ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და რობერტ გრიუნერტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები