თამარ ოთანაძე ფესტივალზე “Accademia Rossiniana” გაემგზავრება
კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული (სოლო აკადემიური სიმღერა) თამარ ოთანაძე, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს იტალიაში Conservatorio Bruno Madena di Cesena-ში, წარმატებული სასწავლო წლის შემდეგ, მოსმენის შედეგად 280 მონაწილეს შორის შეირჩა და ცნობილ ფესტივალზე “Accademia Rossiniana” გაემგზავრება.
იგი იმღერებს კონცერტებზე და ასევე დამტკიცებულია როლზე (Corrina) როსინის ოპერაში “Il Viaggo a Reims”.
როსინის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი Juan-Diego Florez-ია, რომელთანაც შერჩეული ახალგაზრდები იმუშავებენ.