საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია FLYONE შემოდის
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA-ს ინფორმაციით, დაბალბიუჯეტური მოლდავური ავიაკომპანია FLYONE კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის, ფრენები მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.