ზურაბ სტურუამ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული სენიორ-მოჭადრაკეთა შორის

იტალიის აქვა თერმიში მიმდინარე ევროპის სენიორ – მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე ზურაბ სტურუამ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული სენიორ-მოჭადრაკეთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ქართველი დიდოსტატი სამჯერ (2015; 2016; 2019 წწ.) იყო ევროპის ჩემპიონი +50 წლის მოჭადრაკეთა შორის.

ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა სენიორ – ქალ მოჭადრაკეთა შორის.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი 65+ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები