ქართული კინოს მარათონს საქართველოს რეგიონები შეუერთდა
ქართული კინოს მარათონს წალკა, თელავი, მცხეთა, წყალტუბო, ფოთი, ყაზბეგი, ლანჩხუთი, ონი, საჩხერე, მესტია, ოზურგეთი, დუშეთი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ხაშური, ხარაგაული, დედოფლისწყარო, ცაგერი და ზესტაფონი უერთდება.
ფილმების ჩვენებები 15 მაისს, ქართული კინოს დღეს გაიმართება.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება, ხოლო პროგრამის მონაწილე ყველა ფილმს ახლავს ინგლისური სუბტიტრები.