ხვიჩას სიყვარულით იზაბელა ბენედეტმა თავის მომვლელ ქართველ ემიგრანტს 5 ოთახიანი ბინა უანდერძა
ქართველი ემიგრანტი ნანა ბიწაძე 22 წელია იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში მუშაობს მომვლელად ქალბატონ იზაბელა ბენედეტისთან, რომელიც “ნაპოლის” ფანია და 30 წელი ელოდა საყვარელი გუნდის გაჩემპიონებას. მისი ოცნება ასრულდა და ხვიჩას სიყვარულით, მადლიერმა ბებომ ნანას თავისი 5 ოთახიანი ბინა უანდერძა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ნანა ბიწაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“როგორც იცით ბოლო 22 წელია იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში ვმუშაობ მომვლელად, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მაიძულა ჩემი საყვარელი ქვეყნიდან გადახვეწა.
ქალბატონ იზაბელა ბენედეტის ბოლო 7 წელია ვუვლი. ნაპოლის ფანია და 30 წელი ელოდა საყვარელი გუნდის გაჩემპიონებას და ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით “ნაპოლი” გაჩემპიონდა და მადლიერმა ბებომ ანდერძში მომიხსენია ხალხო 😭❤️😭❤️😭❤️❤️❤️😭😭❤️. ხვიჩას წყალობით მისი 5 ოთახიანი ბინის ერთადერთი მემკვიდრე მე გავხდი ❤️❤️❤️❤️😭…ვერ ვიჯერებ…
ეგ კიდევ არაფერი, ამ ბებოს შვილიშვილი მილიონერია და აპირებს ხვიჩას სამშობლოში, წალენჯიხაში, 12 მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთოს და საფეხბურთო აკადემია ააშენოს, რათა ხელი შეუწყოს ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების ევროპულ გრანდებში გადასვლას.
აი, ეს გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ, საქართველო გააცნო იტალიას და ამისთვის მადლობა მას❤️❤️❤️“, – წერს ნანა ბიწაძე.