ფრანკფურტის კინომუზეუმში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დღეს, 3 მაისს, ფრანკფურტის კინომუზეუმში გაიხსნება ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

  • „თეთრი ქარავანი“
  • „არაჩვეულებრივი გამოფენა“
  • „შერეკილები“
  • „სამანიშვილის დედინაცვალი“
  • „ცისფერი მთები“
  • „მრავალჟამიერ“

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს ელდარ შენგელაიას მამის, აღიარებული ქართველი რეჟისორის, ნიკოლოზ შენგელაიას ფილმს – „ელისო“, რომელიც ქართული კინომემკვიდრეობის თვალსაჩინო ნამუშევარია.

რეტროსპექტივა ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები