კიდევ 2 მედალი ქართველი ძალოსნებისგან-გიორგი ჩხეიძემ ორჭიდის ვერცხლი, ზაზა ლომთაძემ კი აკვრაში ბრინჯაო მოიპოვა
ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ (109 კგ.) იასპარეზეს.
ატაცში ჩხეიძემ 166 / 170 / 173 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 203 / 208 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილი ერგო, ორჭიდში მოგროვილი 381 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ზაზა ლომთაძემ კი ატაცში 158/163 კილოგრამის ძლევით მე-8 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში 203 / 213 კგ, დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში მოგროვილი 376 კილოგრამით კი მეოთხეა.