ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში გიორგი სისაურის გამოფენა – “სამოთხის შეხება“ გაიმართება
21 აპრილს, ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში, 10.00-17.00 საათამდე, გაიმართება უნიჭიერესი ქართველი კალიგრაფის და მხატვრის გიორგი სისაურის გამოფენა – “სამოთხის შეხება“, რომელიც ქართულ ანბანს ეძღვნება და აერთიანებს 38 საზედაო ასოსა და 19 რელიგიურ თემაზე შექმნილ გამოსახულებას მისი ბოლო კოლექციიდან.
ღონისძიებას „დანტე ალიგიერის საზოგადოება“, მსოფლიოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვანი კერა მასპინძლობს.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: Piazza Firenze 27, 00186 რომი