თათა ჯაღიაშვილი სწავლას The New School-ის მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, თათა ჯაღიაშვილი წელს სწავლას ნიუ-იორკში, The New School-ის მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თათამ ასევე მოიპოვა დამატებითი ჯილდო Public Engagement Fellowship Award და შესაბამისად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სწავლის პარალელურად, იმუშავებს კვლევით ასისტენტად ორგანიზაციაში – The New Historia.

„თათამ აპლიკაცია გააგზავნა 3 უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მედია მენეჯმენტის/ფროდაქშენის მიმართულებით. ესენია: The New School (New York City, NY), The Lew Klein College of Media and Communication at the Temple University (Philadelphia, PA) და University of South Carolina (Columbia, SC). სამივე უნივერსიტეტმა თათა მიიღო დაფინანსებით ან დამატებით Graduate Teaching Assistantship შემოთავაზებით.

საბოლოოდ, თათამ არჩევანი The New School-ის მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გააკეთა“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები