„ეკვილიბრიუმი“ სოფელ მარტყოფს ესტუმრა

22 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სოფელ მარტყოფს ესტუმრა.

მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა 350 ახალი წიგნით მომარაგდა.

წიგნები სკოლა XXI საუკუნე • School XXI Century -ის მხარდაჭერით შეგროვდა.

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა. ის  2012 წელს დაფუძნდა  და ამ  იდეის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.

საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები