საქართველოს სახელით დღეს ხუთი მოჭიდავე გამოვა
ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო 23-წლამდელთა შორის.
13 მარტს ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში. შარშანდელი შემადგენლობიდან წლეულს კვლავ ჩაერთვებიან კონკურენციაში ევროპის მოქმედი ჩემპიონები: გიორგი შოთაძე, დიეგო ჩხიკვაძე და გიორგი ჩხიკვაძე და ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ცოფურაშვილი.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლავთ:
55 კგ – გიორგი თოხაძე
60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ – გიორგი შოთაძე
67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ – გიორგი ჩხიკვაძე
77 კგ – ხვიჩა ანანიძე
82 კგ – საბა მამალაძე
87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე
97 კგ – ლაშა ტვილდიანი
130 კგ – გიორგი ცოფურაშვილი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე
მწვრთნელები: სერგო ნინუა, ზაზა ჯიბლაძე, მიხეილ მელუა
ექიმ-რეაბილიტოლოგი და ფიზიოთერაპევტი: ლაშა ღონღაძე, ალექსი ბუზალაძე