10 მარტს გამოფენა “ლოტე ჩრდილების ქვეყანაში: ლ. რაინიგერი ანიმაციური ფილმის ავანგარდში (1899 – 1981)“ გაიხსნება
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 10 მარტს, თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება გამოფენა “ლოტე ჩრდილების ქვეყანაში: ლ. რაინიგერი ანიმაციური ფილმის ავანგარდში (1899 – 1981)“. ეს გერმანელი კინორეჟისორის, ანიმაციური ფილმის და სილუეტის ანიმაციის პიონერის – შარლოტა “ლოტე” რაინიგერის პირველი გამოფენაა საქართველოში.
ვიდეო ინსტალაცია 1926-1955 წლებში შექმნილ 11 ანიმაციურ ფილმს აერთიანებს, რომლებიც ლოტე რაინიგერის მიერ შექმნილი ხელოვნების ახალი ფორმის – სილუეტური ფილმის შესანიშნავი ნიმუშებია.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმა“.
გამოფენა გაგრძელდება 28 მარტამდე.