ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი მსოფლიოს 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის არიან და თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებენ

კანადის  ქალაქ  კალგარში მიმდინარე იუნიორთა  შორის მსოფლიო ჩემპიონატზე   ერთეულთა მოკლე პროგრამები საკმაოდ საინტერესო  და  დაძაბული  აღმოჩნდა პირველ სატურნირო დღეს. გოგონების კატეგორიაში მოკლე პროგრამაში მოასპარეზე 47 სპორტსმენს შორის მხოლოდ 24 საუკეთესოს მიეცა  შესაძლებლობა  გადასულიყო  თავისუფალ პროგრამაში, 42 მონაწილე ბიჭიდან კი მხოლოდ  24 -მა მიიღო კვალიფიკაცია.

ქართველმა მოციგურავეებმა ინგა გურგენიძემ 52,02 ქულით და კონსტანტინე სუპატაშვილმა 58,97 ქულით მოიპოვეს ადგილი მსოფლიოს 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის და ჩემპიონატზე იასპარეზებენ თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გოგონების კატეგორიაში 3 მარტს,ბიჭების  სეგმენტში კი  4 მარტს  გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები