თესალონიკში ქართველებისა და ბერძნების 2 საუკუნოვანი თანაცხოვრების ამსახველი პრეზენტაცია გაიმართა

2023 წლის 26 თებერვალს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქართულ-ბერძნული თანამეგობრობის ორგანიზაციამ,  სოფელ დაგვაში, ქართველებისა და ბერძნების 2 საუკუნოვანი თანაცხოვრების ამსახველი პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზატორებმა პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი ვიდეო მასალა. აღინიშნა, რომ ქართველებსა და ბერძნებს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული კულტურული და რელიგიური კავშირები უნდა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტები და პონტოელი ბერძნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები