უსაზღვრო კულტურის ქვეყანა – ITB ბერლინისთვის მზადება გრძელდება

მსოფლიოში წამყვანი ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი ქართული გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება.  ტურისტული  გამოფენის დაწყებამდე, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი,  ქართველი ხელოვანები რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად რეპეტიციებს გადიან.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ საქართველო უსასრულო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და საქართველო  ძალიან დახვეწილი, ევროპული, დასავლური კულტურის ნაწილია“.-ამბობს ბასა ფოცხიშვილი.

რეჟისორის თქმით გასულ წლებში ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყნები ძირითადად მხოლოდ ფოლკლორით იყვნენ წარდგენილები.  საქართველო წელს მრავალფეროვანი პროგრამით წარგება.

6 მარტს ბერლინში ტურისტული გამოფენის საზეიმო გახსნაზე მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგებიან, მათ შორის: ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები