ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
64 კგ წონითი კატეგორია – ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი – გიორგი ნასყიდაშვილმა.
71 კგ წონითი კატეგორია – ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო – მინდია ლილუაშვილმა.
79 კგ წონითი კატეგორია – ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა.
88 კგ წონითი კატეგორია – ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი – შმაგი დადუნაშვილმა, ბრინჯაო – ონისე ხურციძემ.