ანასტასია ლელაძის სტატიებს მალე „Harvard International Review“-ში ვიხილავთ
ანასტასია ლელაძის სტატიებს მალე „Harvard International Review“-ში ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჰარვარდის სტუდენტი ანასტასია ავრცელებს:
„“Harvard International Review“ ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული ჟურნალია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, რომელსაც 500 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს მსოფლიოს 60 ქვეყანაში. 43 პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ინტერვიუებით დამშვენებულ ჩვენს სტატიებს წყაროდ იყენებენ ისეთი დიდი პუბლიკაციები, როგორიცაა The Economist, Washington Post და Forbes.
ძალიან მალე ამ ჟურნალისთვის წერას ვიწყებ, ჭკუაზე არ ვარ! 😁😁🥳🥳“
შეგახსენებთ, რომ ანასტასია ლელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში 95 პროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა(წელიწადში 76 000 აშშ დოლარი).