ნუცა ბუზალაძე “ამერიკის ვარსკვლავში” მიიღებს მონაწილეობას
მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ მონაწილეა – ინფორმაციას ამის შესახებ თავად მომღერალი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პროექტი ABC-ზე 19 თებერვალს დაიწყება.
პროექტის ჟიურის წევრები იქნებიან კეტი პერი, ლაიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი.
„საიდუმლო რასაც ამდენი ხანი ვინახავდი დროა გაიგოთ❤️💫 გავიარე ქასთინგი პროექტში ”ამერიკის ვარსკვლავი” American Idol სადაც ჟიურის წევრები არიან Katy Perry Lionel Richie Luke Bryan ❤️ გვიყურეთ ABC ზე 19 თებერვლიდან!“, -წერს ნუცა ბუზალაძე.