დიასპორული თეატრი „დაბრუნება“ ბელგიაში სპექტაკლს გამართავს

ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე შექმნილი პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი „დაბრუნება“ 28 იანვარს, წარმოადგენს პირველ საგასტროლო სპექტაკლს – „იავნანამ რა ჰქმნა“. ინფორმაციას ამის შესახებ თავად  ქართული დიასპორული თეატრი „დაბრუნება“ ავრცელებს.

უპრეცედენტო პროექტი ამჯერად ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ერთ თეატრალურ სივრცეში გააერთიანებს ემიგრაციაში და საქართველოში მყოფ პროფესიონალ და მოყვარულ მსახიობებს.

სპექტაკლის რეჟისორი გეგა ქურციკიძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ საგასტროლო პროექტის ორგანიზატორი გახლავთ  ბელგიაში არსებული ქართული საბავშვო ლიტერატურული თეატრი “ჩვენ დავბრუნდებით” და მისი დამფუძნებელი ქალბატონი მანანა ხორბალაძე

ქართული დიასპორული თეატრის შექმნის ინიციატორია „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის“ და ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ქალბატონი თიკა სვანიძე ვენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები