გუჯა არჩემაშვილი სწავლას ჩეხეთში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის MACS[E]-ის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, გუჯა არჩემაშვილი სწავლას ჩეხეთში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, გუჯამ ჩეხეთის სახელმწიფო გრანტი მოიპოვა და Charles University-ში ისწავლის ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამაზე (Master of Artificial Intelligence).
გრანტის ფარგლებში მას სრულად დაუფინანსდება სწავლა და ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიასაც.