ნიკოლოზ სახვაძე Universidade do Estado da Bahia-ს რექტორს, ადრიანა დოს სანტოს მარმორი ლიმასა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე ქ. სალვადორში Universidade do Estado da Bahia-ს რექტორს, ადრიანა დოს სანტოს მარმორი ლიმასა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხსენებულ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.