ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას ფილმის “დიდი შესვენება” ევროპული პრემიერა გაიმართა, სადაც დავითს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

“დიდი შესვენება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია. ფილმის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

აღსანიშნავია, რომ “დიდი შესვენება” საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები