ქართველმა მოციგურავეებმა ალმათის საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
27-28 ოქტომბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ჩატარდა 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ცნობილი ყაზახი მოციგურავის დენის ტენის სახელობის ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი იუნიორთა და სენიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში.
ქართველმა მოციგურავეებმა ნიკა ეგაძემ და ინგა გურგენიძემ ამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
13 წლის ინგა გურგენიძემ იუნიორთა შორის ჩემპიონის ტიტული 174,18 ქულით მოიპოვა. 20 წლის ნიკა ეგაძე კი სენიორთა შორის გამართული ტურნირის ჩემპიონი 208,47 ქულით გახდა.