ბერლინში ქართველი დირიჟორის მირიან ხუხუნაიშვილის დებიუტი შედგა
გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბერლინის კონცერტჰაუზის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი დირიჟორის – მირიან ხუხუნაიშვილის დებიუტი შედგა . მუსიკოსი კონცერტჰაუზის ორკესტრის ხელმძღვანელმა, ცნობილმა მაესტრომ – ქრისტოფ ეშენბახმა მიიწვია.
კონცერტზე ქართველი კომპოზიტორის – მიკა მდინარაძის Kyrie Eleison-ის მსოფლიო პრემიერა შედგა.
ქართველ მუსიკოსებს ოვაციებით შეხვდა გერმანელი მსმენელი, კონცერტის დასასრულს კი მათ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ მიულოცა დიდი წარმატება.