“Film Mosaic – Leave No One Behind“ – ზე სამი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა

დანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 15 ოქტომბერს კოპენჰაგენის არქიტექტურის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე “Film Mosaic – Leave No One Behind“, რომელიც დანიის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გაიმართა, სამი ქართული ფილმი აჩვენეს.

წარსადგენი ფილმები საქართველოში ჩატარებული პროექტის შედეგად შეირჩა. კონცეფცია – ურბანული პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტის ძიებაში.

პროექტის თანადამფინანსებელი გახლდათ დანიის „ახალი დემოკრატიის ფონდი“, ხოლო ფესტივალის პარტნიორი საქართველოში – „თბილისის არქიტექტურის ბიენალე“.

ფილმების ჩვენებამდე პარტნიორებთან ერთად აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა,  ნატა მენაბდემ.

ჩვენების შემდეგ კი გაიმართა მიღება ქართული ღვინის თანხლებით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები