ათენში ქართულ-ბერძნული კულტურის დღე გაიმართა

2022 წლის 23 ოქტომბერს, ათენში, ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  ქართულ-ბერძნული კულტურის დღე გაიმართა, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.

ღონისძიებაზე ქართულმა და ბერძნულმა ქორეოგრაფიულმა და  ვოკალურმა ანსამბლებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ და ბერძნულ სამზარეულოს, ასევე ქართული ღვინის წარმოების ისტორიას და კულტურას.

ამასთან, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი სუვენირები, წიგნები, ფერწერული ტილოები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა  სპორტული ასპარეზობები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ათენის მერი, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ათენის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ადგილობრივი ჟურნალისტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა გადაერიცხება საქართველოს სოლიდარობის ფონდს და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები