ქეთა ციმაკურიძე ევროპის გოგონათა მე-2 მსოფლიო ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონია
ახლახან დასრულდა ევროპის გოგონათა მე-2 მსოფლიო ოლიმპიადის დაჯილდოების და დახურვის ცერემონიალი.
ქეთევან ციმაკურიძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონია, თეო კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მიიღო და ნინო ჩხაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბოლოოდ გოგონათა გუნდი საქართველოში 1 ოქროს, ერთი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.
ოლიმპიადაში 45-მდე ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის, ევროპის ქვეყნების გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, მექსიკის, პერუს, ინდოეთის, იაპონიის, სინგაპურის და ა.შ. გუნდები, რომელთაც ტრადიციულად უძლიერესი მოსწავლეები ჰყავთ და შეუდარებლად დიდი რესურსი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ წელს ჩვენმა ინფორმატიკის ნაკრებმა გუნდებმა სამ დიდ ასპარეზობაზე (ონლაინ შეჯიბრებების გარდა) მსოფლიო, ევროპის ახალგაზრდულ და ევროპის გოგონათა ოლიმპიადებზე სულ 1 ოქროს, 2 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს მედალი და 3 საპატიო დიპლომი დაიმსახურეს.