ნიკოლოზ კაჭარავა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველი მოჭადრაკე ნიკოლოზ კაჭარავა იტალიის ქალაქ კალა გონონეში გამართული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ნიკოლოზ კაჭარავამ ტურნირზე 11 შესაძლებლიდან 8 ქულის მოგროვება შეძლო და მესამე ადგილზე გავიდა.  ქართველი მოჭადრაკე თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონის ტიტული IX ტურში განცდილი მარცხის გამო დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ზვიად იზორიასა და მერაბ გაგუნაშვილის შემდეგ, ნიკოლოზ კაჭარავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე მოჭადრაკეა, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები