ეთერ ლიპარტელიანმა გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
21 ოქტომბერს აბუ დაბის გრანდ სლემმა აიღეო სტარტი. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 5 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და პირველივე დღეს გიორგი სარდალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. გიორგის გარდა გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმაც იზეიმა – ეთერმა გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქი მეტოქე ოზლემ ილდიზი 26 წამში დაამარცხა.