1962 წლის 17 ოქტომბერი – ქართული ჭადრაკის ოქროს ხანის დასაწყისი

ამ დღეს  ნონა გაფრინდაშვილმა  მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა ელიზავეტა ბიკოვასთან ითამაშა და 21 წლის გოგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. მას შემდეგ ნონამ მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ იზეიმა.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული – 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;

პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი;

ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს „ოქროს პაიკი“ მფლობელი;

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი.

წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები