საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ქართული დიასპორა – წარსული და თანამედროვეობა”

11-12 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული დიასპორა – წარსული და თანამედროვეობა”. ღონისძიება დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნას მიეძღვნა. მონაწილეებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მიმართა.

მოხსენებები წარმოადგინეს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, რომელთა შორის იყო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი. მან  მესხეთის სამეურნეო თავისებურებების შესახებ ისაუბრა.

სამეცნიერო სტატიებს ეროვნული ბიბლიოთეკა კრებულის სახით გამოსცემს.

კონფერენციის პარალელურად გაიმართა სპეციალური გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი იყო სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანის უიშვიათესი გამოცემები.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები