თბილისსა და ბანგკოკს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
ავიაკომპანია Thai Air Asia-მ ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით ფრენები განაახლა.
პირველი ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ჩამოფრინდა.
რეგულარულ ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით Airbus 330-300 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
Thai Air Asia ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 2019 წელს ასრულებდა.