კომაროველების მორიგი წარმატება

ევროპის ინფორმატიკის მე-6 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე (EJOI) კომაროველებმა ორი ბრინჯაოს მედალი და სამი საპატიო დიპლომი მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლები ოთარ ნოზაძემ და ვახტანგ ჩაჩანიძემ მოიპოვეს, ხოლო საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ  ოთარ გაგნიძე, ნიკოლოზ მელიქიშვილი და გვანცა ხვედელიძე.

ნაკრების შემადგენლობის ყველა წევრი კომაროველია: ოთარ ნოზაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ოთარ გაგნიძე, ნიკოლოზ მელიქიშვილი, გვანცა ხვედელიძე, დემეტრე ბზეკალავა, დავით ტყეშელაშვილი და მათე რეხვიაშვილი.

ნაკრების ლიდერები არიან: გოჩა მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი.

ოლიმპიადა სექტემბერში ჩატარდა და მასში 32 ქვეყნის 15 წლამდე ასაკის (Junior) 172 მოსწავლე მონაწილეობდა.

მასპინძელი ქვეყანა უკრაინაა. ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები