ათენში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს საელჩო მონაწილეობს
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2022 წლის 24 სექტემბერს, 10.00 საათიდან 14.00 საათამდე, ათენის ცენტრში, თავისუფლების პარკში („მეღარო მუსიკის“ გვერდით), ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაზე, რომელშიც ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩო მეშვიდედ იღებს მონაწილეობას, სტუმრებს დაურიგდებათ ბროშურები და აუდიო-ვიდეო მასალა ქართული ენის შესახებ.
„ათენში მცხოვრებო ძვირფასო თანამემამულეებო, შაბათს, 2022 წლის 24 სექტემბერს, 10.00 საათიდან 14.00 საათამდე, ათენის ცენტრში, თავისუფლების პარკში („მეღარო მუსიკის“ გვერდით), შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და დაესწროთ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და სურვილის შემთხვევაში, გეძლევათ შესაძლებლობა, თქვენი ოჯახის დიდ და პატარა წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოთ საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული ენის პოპულარიზაციაში”, – ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.