ანსამბლი “ფერხისა” პოლონეთის მართლმადიდებლური გალობის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
2022 წლის 12-17 სექტემბერს , რომელშიც სულ 14 საეკლესიო გუნდი მონაწილეობდა. წელს სტუმრებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ სხვადასხვა ერის ტრადიციულ საეკლესიო გალობას. საფესტივალო კვირეულს უამრავი სტუმარი დაესწრო.
უცხოურ გუნდებს შორის პირველ ადგილზე გავიდა თბილისის ანსამბლი “ფერხისა” (ხელმძღვანელი: ნათია დათუაშვილი).
გამარჯვებულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის გალა-კონცერტში. ფესტივალის დახურვისას შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა ჰაინუვკის ეპისკოპოსმა პავლემ (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია).
ფესტივალი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას პატრონაჟით და ვარშავასა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის, უნეტარეს საბას ლოცვა-კურთხევით გაიმართა.