საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლის მოპოვება შეძლო.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო კასრაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლებს მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) და უჩა ტაბატაძე დაეუფლნენ.

ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი კი ქართველი მძიმეწონოსანი, შალვა გურეშიძე გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები