Klassiek op het Amstelveld-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალს სანდრო გეგეჭკორი გახსნის
ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 16 -18 სექტემბერს, ამსტერდამში Klassiek op het Amstelveld-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი გაიმართება.
16 სექტემბერს ფესტივალს გახსნის სანდრო გეგეჭკორი და უკვე მეორედ ხებაუს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება აუდიტორიის წინაშე.
ფესტივალის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დააგემოვნოს ქართული ღვინო და სამზარეულო.