ახმეტელის თეატრის დასი ინდოეთში იმყოფება
ახმეტელის თეატრის დასი სპექტაკლით ” ჯადოსნური წრე” (ნიკოლოზ წულუკიძის იგავ – არაკების მიხედვით) ინდოეთში იმყოფება.
მსახიობები სპექტაკლს ინდოეთის სამ სხვადასხვა ქალაქში წარმოადგენენ.
ინდოელი მაყურებლის წინაშე დასი პირველად 2 სექტემბერს, ხოლო მეორედ 4 სექტემბერს წარდგა, დღეს კი სპექტაკლს “ჯადოსნური წრე” მსახიობები ქალაქ დელიში ითამაშებენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.