ბარსელონაში ქართული საკვირაო სკოლის ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
2022 წლის 26 ივნისს, ქ. ბარსელონაში „წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის“ ქართული საკვირაო სკოლის ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერები, ხალხური ცეკვა, ასევე თეატრალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს სკოლის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა.
„საქართველოს გენერალური საკონსულო ულოცავს „წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის“ ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს, სკოლის ხელმძღვანელობას, აღნიშნულ თარიღს. ხოლო მადლიერებას გამოხატავს, წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს წინამძღვრის არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის მიმართ, რომლის ძალისხმევითა და მოღვაწეობითაც შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ქართული სასულიერო, საგანმანათლებლო და კულტურული კერა ბარსელონაში“, – ნათქვამია Georgia in Barcelona-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.