ამერიკული გამომცემლობის Nova Science Publisher-ის საჩუქარი მკითხველებს

ამერიკული გამომცემლობა, Nova Science Publishers-ი ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს მნიშვნელოვან საჩუქარს გთავაზობთ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, გამომცემლობის ვებგვერდზე თქვენს მიერ შერჩეულ წიგნს უფასოდ, პდფ-ის ფორმატში და საავტორო უფლებების დაცვით მოგაწვდით.

Nova Science Publisher-ი 1985 წელს, ნიუ იორკში, ცნობილმა გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა, რომელიც მანამდე  კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. დღეს ეს გამომცემლობა წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს,  უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს, მათ შორის, მედიცინის დარგშიც. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც გაერთიანებულია.

ახლო მომავალში, Nova Science Publisher-ი და ეროვნული ბიბლიოთეკა კიდევ ერთ ერთობლივ სიახლეს შემოგთავაზებთ, კერძოდ, გამომცემლობის უახლესი კოლექციები ბეჭდური სახითაც ხელმისაწვდომი იქნება“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები