იზაბელა თოდუა – Mrs. Spain 2022+40

რამდენიმე დღის წინ ესპანეთში, მადრიდში გაიმართა კონკურსი მისის ესპანეთი, სადაც მონაწილეობდა ჩვენი თანამემამულე იზაბელა თოდუა, რომელმაც Mrs. Spain 2022+40- ის წოდება მოიპოვა.

„ჩემო ძვირფასებო გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის. ისინი ათბობენ ჩემს სულს, ჩემს გულს. რა ბედნიერებაა, როცა არის ოჯახი, მეგობრები, როცა მშობლიური ხალხი მოგილოცავს და დაუღალავად წარმატებებს გისურვებს. უდიდესი მადლობა გულწრფელობისთვის, სითბოსთვის, თქვენი სიტყვებიდან მინდა გავფრინდე, მადლობა ამ სახელმწიფოსთვის! ვინც მაღიარა და მომანიჭა მის ესპანეთის ტიტული, სანაცვლოდ იგივეს გისურვებთ – ჯანმრთელობა, სიყვარული და ბედნიერება თქვენს ლამაზ ოჯახებს და შვილებს.“ – წერს სოციალურ ქსელში იზაბელა თოდუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები