თბილისის მწერალთა რეზიდენციას ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი მაია ჯაგი ეწვია

მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თბილისის მწერალთა  რეზიდენციას ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი მაია ჯაგი ეწვია.

რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში, მაია ჯაგი იმუშავებს რეპრესირებული მწერლების მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლების ისტორიებზე.

“მაია ჯაგი ლონდონში მცხოვრები დამოუკიდებელი მწერალი და კრიტიკოსია. მისი ჟურნალისტური მასალები, რომლებსაც ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, მსოფლიო პრესაში ქვეყნდებოდა, მათ შორის “გარდიანში”, სადაც ის 20 წლის განმავლობაში ხშირად აქვეყნებდა ბიოგრაფიულ და კრიტიკულ ნარკვევებს, ასევე Financial Times, Economist, New York Times  და New York Review of Books-ის გვერდებზე. ორგანიზაციაში „სიტყვები საზღვრებს გარეშე“, თავისუფალ კრიტიკოსად მუშაობის დროს ნობელის პრემიის 14 ლაურეატთან აქვს ჩაწერილი ინტერვიუ, ხოლო როგორც ევროკავშირის წამყვან ექსპერტს ჩატარებული აქვს კულტურის დარგში ჟურნალისტიკის მასტერკლასები აღმოსავლეთ ევროპაში. 2021 წლის თებერვალში იყო ლონდონში მწერალთა სახლის მიერ ბრიტანულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩატარებული ონლაინ ლიტერატურული ფესტივალის Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia – სამხატვრო ხელმძღვანელი“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები