ათენში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლიტერატურული საღამო გაიმართა

ათენში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლიტერატურული საღამო გაიმართა, საღამოს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს უფროსი მრჩეველი დარეჯან მუმლაძე დაესწრნენ.ღონისძიების ორგანიზატორი ათენის ვახტანგ VI სახელობის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი დარეჯან ღამბაშიძე გახლდათ.

ლიტერატურულ საღამოს ფარგლებში ათენის დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვებით და თინათინ მღვდლიაშვილის ლექსებით წარდგნენ.სტუმრებს ელჩმა დავით დონდუამ მიმართა და თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის შემოქმედებაზე და მის პატრიოტულ ლირიკაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა 1989 წლის 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რომელსაც პოეტის შემოქმედებიდან გამომდინარე, მიეძღვნა აღნიშნული საღამო.

თავად პოეტმა სტუმრებს ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი და ასევე საკუთარ შემოქმედებაში მისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ლექსები წაუკითხა. გაიხსენა ის მოვლენები, რომლებიც მას 9 აპრილის ტრაგედიასთან აკავშირებს. ღონისძების ფარგლებში ათენის ქორეოგრაფიული სტუდიები, “კავკასია’’, ‘’არმაზი’’ და ‘’იბერიელები’’ ქართული ხალხური ცეკვებით წარდგნენ მაყურებლების წინაშე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები