ელენე კრავიშვილი სწავლას ევროპაში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, ელენე კრავიშვილი სწავლას ევროპაში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
ელენემ Erasmus Mundus-ის კონკურსში გაიმარჯვა და ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის ამაჩქარებლებისა და ლაზერების ფიზიკის მიმართულებით (Erasmus Mundus Lascala Master: “Large Scale Accelerators and Lasers”).
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ორ უნივერსიტეტში ხორციელდება – University of Paris-Saclay (საფრანგეთი) და Sapienza University of Rome (იტალია).