ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტში $340 000-ის დაფინანსებით ისწავლის
სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, XII კლასელი ნენე ჟვანია, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. ნენე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეა.ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.