ქართულ – უკრაინული კერძები ქართველი ემიგრანტისაგან -„ბრანჩი დონასთან“ უკრაინელების დასახმარებლად გაიმართა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის – დონა გიორგაძის ინიციატივით, ნიუ იორკში, 3 აპრილს, საქველმოქმედო საღამო “ბრანჩი დონასთან” გაიმართა,ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც თერთმეტი წელია აშშ-ში ცხოვრობს და ემიგრაციაში ახალი პროფესია იპოვა –პერსონალური შეფი გახდა, ქართულ – უკრაინული კერძები მოამზადა და სტუმრებს დააგემოვნებინა, შემოსული თანხა კი გადაირიცხება უკრაინელებთან – მათთან, ვისაც დახმარება დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.
“გადავწყვიტე გვერდზე გადამედო ჩემი სევდა-ჭმუნვები, რომელსაც არავისთვის არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეეძლო, მოვრჩენილიყავი წუწუნს, თუ როგორ გვანადგურებს ომი ფსიქოლოგიურად და რამე გამეკეთებინა. ჩემი რამე საჭმელების კეთება, ხალხის შეკრება და დაპურებაა. ასე დაიგეგმა ეს ბრანჩიც, რომელსაც ორმოცამდე ქართველი და ამერიკელი მეგობარი ესწრებოდა. ჩემს მიერ მომზადებული უკრაინულ – ქართული კერძებით გავუმასპინძლდი სტუმრებს. დათო შუბლაძემ თავისი კომპანიიდან “ზმანი” რომელიც ნიუ იორკში აქვს ულამაზესი ჩანთები, კაშნები და სხვა პატარა სუვენირები მოგვაწოდა. შემოსული თანხა გადაეცემა ადამიანს, რომელსაც აქვს წვდომა უკრაინელ მებრძოლებთან და ლტოლვილებთან და საჭიროებისამებრ მოახმარს მათ“- განაცხადა დონა გიორგაძემ „ქართულ კვირასთან“