“Tuncer Cücenoğlu Theatre Days” – საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი რეჟისორი წარდგება

5- 10 აპრილს, სტამბოლში, Maltepe Türkan Saylan-ის კულტურის ცენტრში გაიმართება “Tuncer Cücenoğlu Theatre Days” –  თეატრის დღეები – 2019 წელს დაარსებული ევრაზიის თეატრების ასოციაციის პირველი პროექტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრები როგორც თურქეთიდან –  Abukgasım Lohuti სახელმწიფო დრამატული თეატრი “Çıkmaz Street”, სტამბოლის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის საქალაქო თეატრი “Matruşka”, ანტალიის სახელმწიფო თეატრი “Visitor”, მერსინის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის საქალაქო თეატრი, ასევე  სათეატრო დასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

პროექტის ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია  მშვიდობისა  და ხელოვნების შესახებ, თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტის, რაგიპ ერთურულის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის მკვლევრები და რეჟისორები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან – თბილისის ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ირაკლი გოგია, რომელიც კონფერენციაზე ისაუბრებს – თავისუფლების თემატიკაზე –  მსოფლიო დრამატურგიის და თურქი ავტორის – თუნჯერ ჯუჯენოღლუს შემოქმედებაში.

ღონისძიება დაიხურება 10 აპრილს – თურქი დრამატურგის – თუნჯერ ჯუჯენოღლუს დაბადების დღეს, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესები  წლებია ქართულ თეატრში იდგმევა, 2018 წელს კი მისი პიესის „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მსოფლიო პრემიერა ახმეტელის თეატრში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები