“ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს იმედი განახლებისა…”

ილია ჭავჭავაძე აზრის უკვდავების შესახებ: 

“ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, – აზრისა კი თავის-დღეში არა; მის აღმოშობის დრო შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდავებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა, იმიტომ, რომ გრეხილი აზრისა გაუწყვეტელია: ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი, – ამასთანაც დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს – მეცნიერება და ხელოვნება სადაც ისინი ინახებიან. მაგ ცხოველს იმედს, რომელიც განგებას მოუვლინებია კაცობრიობისათვის, რომ ზედ დაერთოს ადამიანის გაუთავებელი ნდომა უკეთესობისა – შედგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის ეძახის ადამიანს: წინ წადეგ! წინ წადეგ!.. ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და არ გაქრობია უკეთესობის ნდომა!..”

 

წყარო: ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები