ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი უკრაინელების დასახმარებლად-“სასმელი წყლის ფილტრები გაიგზავნა ქალაქებში, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ”
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის – დავით მრელაშვილის ინიციატივით ერთი მილიონი (0.5ლ) სასმელი წყლის ბოთლის დასამზადებელი ფილტრები გაიგზავნა ამერიკიდან და უკრაინელებს პოლონეთში ჩააბარეს – ფილტრები უკვე გაუყვა გზას სამხრეთ უკრაინის ქალაქებისკენ – იქ, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.
“სურათში რომ წყლის ბოთლების საწყობს ხედავთ – ეგ მხოლოდ (შემდეგ სურათში რომ არის ის) ერთი ფილტრი რამდენსაც გაფილტრავს (4 ტონა) დაახლოებით ის რაოდენობაა. ასეთი ფილტრი ასზე მეტია ამ ყუთებში. ფილტრების გარდა რა არის საჭირო რომ სასმელი წყალი მივიღოთ? – ნებისმიერი ბუნებაში არსებული გუბე, ტბა თუ მდინარის წყალი რაც ადგილობრივადაც უხვად გვაქვს (ყველა დიდ ქალაქში მდინარე ჩამოდის) – მათ ვინც ფიქრობთ რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები ან რაოდენობა ცოტა არარეალურად ჟღერს – ხელში რაც გიჭირავთ ახლა (დიდი ალბათობით ტელეფონი) დახედეთ, და გაიხსენეთ, რომ თქვენს ტელეფონში არსებული პროცესორი (“კომპიუტერი”) დაახლოებით მილიონჯერ უფრო მძლავრია და მეტი მეხსიერება აქვს ვიდრე ის კომპიუტერი რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ “აპოლო-11-ს” მართავდა და ადამიანი მთვარემდე ჩაიყვანა – ასეა ასე, ტექნოლოგია წინ მიქრის ყველა სფეროში, და საჭირო დროს ისეთ რამეებს შვრება რაც ჩვენსავე ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპებზე სასწაულად ითვლებოდა….